კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს შპს აიოს (შემდგომში ,,კომპანია“) მომხმარებელთა პერსონალური მონაცემთა დამუშავების პირობებსა და მათი შენახვის წესს მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვის მიზნით.
პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელსაც შპს აიო მოიპოვებს მის ვებ-გვერდზე განთავსებული მომსახურების გაწევის პერიოდში. აღნიშნული შეტყობინების მეშვეობით, კომპანია მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და მისი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ. ამასთან, წინამდებარე პირობები ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელსაც კომპანია მოიპოვებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების შედეგად, თუმცა, აღნიშნული პირობები არ ვრცელდება ნებისმიერ ისეთ ვებ-გვერდზე, რომელთა ბმულებიც მითითებულია My.Aioconnect.ge ზე, მაგრამ მისი სამართავი პანელი ეკუთვნის მესამე პირებს.
My.aioconnect.ge-ს გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა, კომპანიამ გამოიყენოს მისი პერსონალური მონაცემები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია უფლებამოსილია შეიტანოს კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესებში ნებისმიერი სახის ცვლილებები მომხმარებლის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე. მომხმარებელი ვალდებულია რეგულარულად გაეცნოს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
კომპანია თავისი მომხმარებლისაგან იღებს, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს შემდეგი სახის ინფორმაციას: პირადი ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც ხდება თავად მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას და არაპირადი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს იგი თავისი შეხედულებისამებრ, დასახული მიზნების მისაღწევად.
პირად ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია, როგორიცაა მომხმარებლის დასახელება, სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, საბანკო ანგარიშის ნომერი, საკონტაქტო პირი და მისი რეკვიზიტები და სხვა, კომპანიას წარედგინება თავად მომხმარებლის მიერ. მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც ხელი მხოლოდ კომპანიის დასაქმებულებსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ.
კომპანია უფლებამოსილია შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს და საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაცნობა, რომელიც კომპანიის მიერ მუშავდება ავტომატიზებული ან არაავტომატიზებული აღჭურვილობის მეშვეობით. ამასთან, გაცნობებთ, რომ კომპანია იცავს კონკრეტულ უსაფრთხოების ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მონაცემთა დაკარგვა, უკანონო ან არასწორი გამოყენება და არაუფლებამოსილი დაშვება, რაც უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მესამე პირებისაგან დაცვას.
კომპანიის მიერ მომხმარებელთა პირადი და არაპირადი ინფორმაციის დამუშავება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სხვაგვარი შეზღუდვის გარეშე, რაც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენების მეშვეობით ხორციელდება ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების, ფოტო/ვიდეო აღბეჭდვის, ჩაწერის, შეცვლის, აღდგენის, შენახვის, გამოთხოვის, გამოყენების, გამჟღავნების, გადაცემის, გავრცელების, დაჯგუფების, დაბლოკვის წაშლის ან განადგურების მიზნით.
კომპანია, მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას ამუშავებს იმ ვადის განმავლობაში, რაც საჭიროა ამ ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნის მიზნის მისაღწევად, ხოლო შენახვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.
არაპირადი ინფორმაცია წარმოადგენს ელექტრონულ სივრცესთან დაკავშირებულ ინფორმაციას, როგორიცაა URL, Web Browser, Cookies, Pixel, IP Address და სხვ.
წინამდებარე ვებ გვერდი შეიცავს სერვერის მიერ შექმნილ მოკლე საინფორმაციო ფაილებს (cookies). ქუქი წარმოადგენს თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდის მიერ თქვენს მყარ დისკზე შენახულ მოკლე ტექსტურ ფაილს, რომელიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას და ამასთანავე, გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებ-გვერდით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. წინამდებარე ვებ-გვერდის მომსახურების მიღების მიზნით, მომხმარებელი ეთანხმება ქუქის გამოყენებას, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი დატოვებს ვებ-გვერდს ან დახურავთ ბრაუზერს, სესიის ქუქი თავისით წაიშლება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ არის თანახმა ვებ-გვერდმა გამოიყენოს ქუქი, იგი უფლებამოსილია შეცვალოს სანავიგაციო პროგრამის უსაფრთხოების რეჟიმი, რის შედეგადაც, კომპანია ვეღარ მოიპოვებს და შეაგროვებს მომხმარებლის ქუქის. გაცნობებთ, რომ თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება სესიის ქუქის გამოყენებას, მომხმარებელს შეეზღუდება ვებ-გვერდით გათვალისწინებული ზოგიერთი მომსახურება.
ამასთან, ვებ-გვერდზე მომხმარებლის მიერ მუშაობის დასრულების შემდგომ, არ მოხდება მომხმარებლის სისტემიდან ავტომატური გამოსვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ ღილაკის ,,გამოსვლა“ გამოყენებამდე, მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მესამე პირისათვის. ასეთ შემთხვევებზე, კომპანია სრულად იხსნის ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობას.
პირადი და არაპირადი ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების მიზანს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვა, კომპანიის მომსახურების გაუმჯობესება და განვითარება, მომხმარებელთა მოთხოვნათა გამოკვლევა, ვებ-გვერდის სტატისტიკის წარმოება, სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის მიწოდებული საკონტაქტო რეკვიზიტებზე კომპანიის მიერ შესაძლოა შეტყობინებების გაგზავნა პერიოდულად, თუმცა მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიას მიმართოს წერილობით და მოითხოვოს მსგავსი შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა.
მოგახსენებთ, რომ რეგისტრაციისას კომპანიისათვის მიწოდებული პირადი ინფორმაცია მუშავდება და მოწმდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წინამდებარე ვებ-გვერდზე მომხმარებლის სახელი და პაროლი მომხმარებელმა არ გაანდოს მესამე პირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია არ არის პასუხისმგებელი ასეთი ქმედებების საფუძველზე დამდგარ შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, კომპანია პასუხს არ აგებს ვებ-გვერდზე მესამე პირების ისეთი ზემოქმედების საფუძველზე დამდგარ შედეგებზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებას, რამაც გამოიწვია ვებ-გვერდის და მასზე შენახული ინფორმაციის დაზიანება, გავრცელება, წაშლა და სხვ.
გატყობინებთ, რომ ვებ-გვერდის სარგებლობით, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და კომპანიას უფლებას აძლევთ თავისი შეხედულების, წინამდებარე კონფიდენციალურობის პრინციპისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოითხოვოს ან/და ადმინისტრაციულ ორგანოს მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის, გადამოწმების, ანალიზის, შენახვის, მარკეტინგული და სხვა ისეთი მოქმედებების განხორციელების მიზნით, რაც არ არის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე კონფიდენციალურობის პრინციპითა და სამომხმარებლო შეთანხმებით აკრძალული.
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, კომპანიასთან და მის საქმიანობსათან, უფლებებთან, ვალდებულებებთან ან სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კითხვის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს კომპანიას კონტაქტის გამარტივებულ ფორმის მეშვეობით მისთვის მოსახერხებელი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.